საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“   საქართველოს   კანონის   22-ე   მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2  ნაწილების,  53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2  და  მე-3  ნაწილების,  54-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის   №135/ნ    ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.განისაზღვროს სსიპ  – ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა   და   განათლების   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე  2025- 2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

1.1.ა) პირველსემესტრელთა რეგისტრაცია:
ა.ა) ხელშეკრულების გაფორმება და ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 8 - 15 სექტემბერი;
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 - 22 სექტემბერი.


ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია -18 აგვისტო - 22 სექტემბერი;
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია -15-22 სექტემბერი;
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები  - 22 სექტემბერი  -27 დეკემბერი,  5 - 10 იანვარი;
ბ.დ) საგამოცდო    პერიოდი       -    12 იანვარი-7    თებერვალი    (დასკვნითი გამოცდები), 13 - 20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი - 4 იანვარი, 21 თებერვალი - 1 მარტი.


გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი - 2 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 თებერვალი - 2 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 2 მარტი - 13 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი - 11 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 24 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 25 ივლისი - 20 სექტემბერი.


2.  ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  დაევალოს    კანცელარიას,    ბრძანება    განათავსოს    ყველასათვის    ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია