საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3  ნაწილების,   53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ  ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურის  უფროსის  2025 წლის 29 ივლისის  N18950/10  და თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის  უფროსის  2025 წლის 29 ივლისის N18959/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების  ტრენინგკურსი  „ევროკავშირი    101  - მოდულური  კურსი“,   რომელიც მომზადდა ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ERASMUS+ პროგრამის ჟან მონეს  ბრწყინვალების ცენტრის (Jean  Monnet  Center  of Excellence) მიერ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში;
2. დაევალოს  უნივერსიტეტის კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია