საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე  მუხლის   პირველი  ნაწილის,  53-ე  მუხლის   პირველი,  მეორე და  მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N 135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“   და   „პ“   ქვეპუნქტების,   მე-9 პუნქტების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 30 ივლისის N19091/26, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2025 წლის 24 ივლისის N18502/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 9 ივლისის N16957/32, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანის 2025 წლის 9 ივლისის 16955/30, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 17 ივლისის   N17790/27 და  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა   ფაკულტეტის    დეკანის     2025 წლის     28 ივლისის N18791/28  წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს  სსიპ  – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამებზე  ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 დანართის  (დანართი N1) შესაბამისად:
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.
3. ბრძანების ყველასათვის  ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია