,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე და 23-ე მუხლების პირველი პუნქტების, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე - 9 პუნქტის, მე -15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის , სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსის მე - 2 მუხლის მე - 7 პუნქტის, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის გიორგი შამათავას 2025 წლის 2 ივნისის N13318/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შეტანილ იქნას ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით, ეთიკის კოდექსით, შრომითი ხელშეკრულებით, ასევე შრომის დისციპლინის დაცვისა და ეთიკის სფეროში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სხვა აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა, ასევე მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესწავლისა და სათანადო ღონისძიებათა გატარებისათვის კომისიების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 5 მარტის N9/04 ერთობლივ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ N1-ში და დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციული პერსონალის, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელების და მათი მოადგილეების, ასევე სხვა დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევისას საკითხს განიხილავს ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის მიერ დისციპლინისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია (ტექსტში შემდგომ - ,,მუდმივმოქმედი კომისია”), შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ია ბაღაშვილი - პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ გიორგაძე - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილე (კომისიის წევრი);
დ) მარინა თედორაძე - საფინანსო დეპარტამენტის საგეგმო-საფინანსო განყოფილების მთავარი სპეციალისტი (კომისიის წევრი);
ე) გიორგი ოქიტაშვილი - წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოს უფროსი (კომისიის წევრი);
ვ) ზურაბ გოგშელიძე- სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი (კომისიის წევრი);
ზ) თეკლე მელაძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი (კომისიის წევრი, კომისიის მდივანი).’’
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შამათავა