საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი    განათლების   შესახებ’’    საქართველოს  კანონის   23-ე   მუხლის  პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  ,,ზ’’   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15  მუხლის  პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის „ნ“,  ,,ო“    ,,პ“ ქვეპუნქტების   და    სტუდენტური  სერვისებისა  და  კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2025  წლის 15 მაისის N11636/10  კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შევიდეს შემდეგი  ცვლილებები  ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის      სახელობის      თბილისის       სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით  დამტკიცებულ ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის      სტუდქალაქის შინაგანაწესში’’ (შემდგომში - ,,შინაგანაწესი“):

ა) წინამდებარე  ბრძანების  ძალაში შესვლის  დღიდან  ძალადაკარგულად გამოცხადდეს შინაგანაწესის მე -3 მუხლის  მე-2 პუნქტი.
ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლს, მე-41 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე
,,42“ პუნქტი:
,,  42.  ბაგების   საერთო საცხოვრებელში  თანამშრომელთათვის  გამოყოფილი ოთახების ქვოტა ერთჯერადად არ უნდა  აღემატებოდეს საერთო საცხოვრებელში ოთახების საერთო რაოდენობის  30%  (60  ოთახს),  ხოლო თანამშრომელთა მიერ  გამოთავისუფლებული ყოველი საცხოვრებელი ფართი მიემატოს სტუდენტისთვის განსაზღვრულ ოთახების რაოდენობას.’’


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწავდომ ადგილზე განთავსება, შესაბამისი სტრუქტურული     ერთეულებისთვის და  დაინტერესებული  პირებისთვის     მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე