,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, ინსტიტუტის დირექტორის მირიან ტაბიძის 2025 წლის 15 მაისის N11674/10 (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 14 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:
ა) ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება:
ა.ა. ლალი ხარხელაური - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული ა.ბ. ლიდა ჩხაიძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
ბ) თეორიული ფიზიკის განყოფილება:
ბ.ა. თამარ ბაბუციძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
ბ.ბ. თეიმურაზ ნადარეიშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 0,5 საშტატო ერთეული
გ) ექსპერიმენტული მეთოდების ლაბორატორია:
გ.ა. რევაზ ბერაძე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი – 1 საშტატო ერთეული
2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი).
5. ბრძანების პირველი ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ პუნქტების ,,ა.ა.’’, ,,ა.ბ.’’, ,,ბ.ა’’ და ,,ბ.ბ’’ ქვეპუნქტები ძალაშია 2025 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო ბრძანების პირველი ნაწილის ..გ’’ პუნქტის ,,გ.ა.’’ ქვეპუნქტი ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია