საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  23-ე  მუხლის  პირველი პუნქტის,  24-ე მუხლის   პირველი  პუნქტის   ,,ზ“ ქვეპუნქტის , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი და მე -3 ნაწილების , 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის ,  55-ე მუხლის,  56-ე  მუხლის  მე -2  და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის  იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი  პუნქტი,  მე-16 მუხლის  პირველი  პუნქტის  „ნ“,  ,,ო“ და   ,,პ“ ქვეპუნქტების, თსუ-ის  კულტურისა  და  სპორტის  დეპარტამენტის უფროსის  ირაკლი ხარჯავანიძის 2025 წლის 15 მაისის N11738/10 მოხსენებითი ბარათის და დამოუკიდებელი შემფასებლის შპს ,,კკ ჯგუფის” 2025 წლის 01  მაისის დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება  ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიერ დაინტერესებულ ფიზიკურ   და იურიდიულ პირთათვის საგანმანათლებლო ,      სამეცნიერო, საგამოცდო, მხატვრული, სანახაობრივი, სპორტული ღონისძიების ორგანიზების  პროცედურის განსაზღვრისა და მომსახურეობის სახეობების განსაზღვრის  შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის  30 მარტის N31/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული    სახით  (დანართი    N1 - თსუ    თსუ-ის კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის განკარგულებაში არსებული სივრცეები).
2. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე   განთავსება  დაევალოს საინფო რმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე