საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის პირველი  პუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის   პირველი, მეორე და მესამე ნაწილების,  54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის  სახელობის   თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  2025 წლის   30 აპრილის  N10348/28, ეკონომიკისა და ბიზნესის   ფაკულტეტის  დეკანის მოადგილის 2025 წლის 05 მაისის N10949/29, მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2025 წლის 14 მაისის  N11579/32,  2025 წლის  30 მაისის   N14133/32, სოციალურ  და  პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  2025 წლის 14 მაისის  N11606/30, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 30 აპრილის  N 10424/26, იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის  2025 წლის  14 მაისის  N11560/31-05, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 02 მაისის N10646/27 და  ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დირექტორის  2025 წლის  06 მაისის   N 10935/29 წარდგინებების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს   სსიპ  – ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლისათვის ერთიანი ეროვნული /საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე   პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული  ერთეულებისათვის გადაცემის  უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია