,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, მატერიალური რესურსების დეპარტამენტის უფროსის იოსებ სოფრომაძის 2025 წლის 14 მაისის N11548/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი 2025 წლის 19 მაისს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტში დამლაგებლებისა (10 ვაკანსია) და მებაღეების (3 ვაკანსია) შესარჩევად:
- დამლაგებლის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 605 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
-მებაღის (შტატგარეშე პოზიცია) შრომის ანაზღაურება განისაზღვრება თვეში 1000 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით) ლარის ოდენობით.
2. დამლაგებლის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
ა) კუთვნილ ტერიტორიაზე დასუფთავების უზრუნველყოფა;
ბ) სანიტარული და ჰიგიენური წესრიგის დაცვა;
3. მებაღის ფუნქციები (ძირითადი მოვალეობები):
ა) უნივერსიტეტის ეზოს მიმდინარე ტერიტორიის მოწესრიგება და მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა.
ბ) ხელმძღვანელისა და ადმინისტრატორის ყოველდღიური დავალებების შესრულება.
4. ძირითადი მოთხოვნები:
ა) სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
5. უნარები:
ა) ორგანიზებულობა;
ბ) ოპერატიულობა;
გ) პასუხისმგებლობა;
დ) შრომისმოყვარეობა;
ე) მოწესრიგებულობა;
ვ) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
6. აპლიკანტმა გასაუბრებაზე უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის ქსეროასლი;
ბ) CV;
7. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს:
ა) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 20 მაისიდან 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით.
9. გასაუბრება ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტში. მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N1.
10. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 577943905.
11. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების დეპარტამენტში დამლაგებლის და მებაღის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების დეპარტამენტი).
13. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე