საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ რძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების   მართვის საინფორმაციო სისტემის  შექმნისა  და  ადმინისტრირების  წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის მაგისტრატურის საგანმანათლებლო  პროგრამების სტუდენტებს N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. წინამდებარე ბრძანების დანართებში მითითებულ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ ადმინისტრაციული რეგისტრაცია, მათ მიერ გადახდილი სწავლის საფასური ჩათვლილ იქნეს  მომდევნო ადმინისტრაციული რეგისტრაციის  გავლისას სწავლის საფასურად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
4. დაევალოს  კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების  გარეშე და გადასცეს  შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს;
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე
6.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი,   თბილისი,   დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე