,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ლ“ და ჰ 4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ნ’’, ,,ო“ ქვეპუნქტების და მე-2 პუნქტის, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრის ასისტენტ პროფესორის, მაკრომოლეკულების ქიმიის და პოლიმერული მასალების ინსტიტუტის დირექტორის თამარ თათრიშვილის 2025 წლის 17 მარტის N4728/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2025 წლის 20-23 ოქტომბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,,კავკასიის მეცხრე საერთაშორისო სიმპოზიუმი პოლიმერებსა და მოწინავე მასალებში“ (ICSP & AM 9) ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია - თსუ-ის რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) შალვა კირთაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
გ) თამარ თათრიშვილი - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
დ) ლაშა საღინაძე - თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ეკატერინე გაჩეჩილაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ვ) სერგო სვანაძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
ზ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ-ის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
თ) პეტრე ბაბილუა - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ი) ნანა ჯულაყიძე - სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
კ) იოსებ ჩიკვაიძე - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ლ) მარინა გურგენიშვილი - თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
მ) გია პეტრიაშვილი - სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ნ) ნანა ფირცხელიანი - სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ო) მარინე ზაუტაშვილი -თსუ-ის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
პ) ნინო ზავრადაშვილი - სსიპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჟ) ნიკოლოზ კვინიკაძე - თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის დეპარტამენტის უფროსი ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
რ) ნინო უგრეხელიძე - თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ს) ლევან კერესელიძე - თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ტ) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
უ) არჩილ კუკულავა - თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ფ) იოსებ სოფრომაძე - თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ქ) კახაბერ რუსიძე - თსუ -ის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; ღ) ნატო ჩუბინიძე - თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - საორგანიზაციო საბჭოს წევრი.
2. დაევალოს თსუ-ის საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებგვერდის მომზადება.
4. დაევალოს თსუ-ის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს თსუ-ის კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი