საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ”, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, საგამოცდო ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის 2025 წლის 25 მარტის N6884/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი (გასაუბრება) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად.

2. დროებით მოწვეულ დამკვირვებლებს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).

3. სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11.

4. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა.

5. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტდება აპლიკანტთან გასაუბრებისას.

6. დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობები:

ა) საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში;

ბ) სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა;

გ) საგამოცდო ბილეთების დარიგება;

დ) გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში;

ე) სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი;

ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა;

ზ) საგამოცდო ფურცლების ჩაბარება;

თ) საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის.

7. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პიროვნულ თვისებებს, იყოს:

ა) ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

ბ) ოპერატიული;

გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური;

ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა;

8. დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - examcenter@tsu.ge -2025 წლის 29 მარტიდან 2025 წლის 8 აპრილამდე. კერძოდ,

ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი;

ბ) CV ქართულ ენაზე;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

9. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლის (შტატგარეშე პოზიცია) შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.geზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტემენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და საგამოცდო ცენტრი).

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

გიორგი შამათავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი