„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2025 წლის 6 მარტის N140/01-04 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართებში და აღნიშნული დანართები ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანების N1, N2, N3, N4, N5, N6, N7 დანართების შესაბამისად.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. ბრძანების დაინტერესებულ პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია