საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,  63-ე მუხლის,  ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის    2015 წლის   24 სექტემბრის    N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების ეროვნული გეგმის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის   პირველი  პუნქტის, მე-16  მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’  ქვეპუნქტების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული    განათლების    ცენტრის     (თბილისის     ლოკაცია) საგანგებო სიტუაციის   მართვის  გეგმის  დამტკიცების  თაობაზე’’  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის   18 მარტის    N62/02-01 ბრძანების  პირველი  პუნქტით დამტკიცებულ ,,დანართი  N1-ში’’   და  იგი   ჩამოყალიბდეს  ახალი,  წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული  რედაქციით (დანართი N1).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების   ყველასათვის  ხელმისაწვდომ   ადგილზე  განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის  ვადაში  ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე