საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი    განათლების   შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-2 მუხლის  „ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ და „ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 54– ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული  გეგმის  დამტკიცების  შესახებ’’  საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის N508 დადგენილებით  დამტკიცებული სამოქალაქო უსაფრთოხების ეროვნული   გეგმის მე-5 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის  „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის  (თბილისის  ლოკაცია)  საგანგებო მართვის გეგმის      დამტკიცების  თაობაზე“  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 18 მარტის N 63/02-01 ბრძანების   საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეიქმნას    სსიპ        - ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის  (ქუთაისის ლოკაცია)   საგანგებო შტაბის (შემდგომში -საგანგებო შტაბი)  შემდეგი შემადგენლობით:

1.1 საგანგებო შტაბის  უფროსი  - ზვიად ბეშეკნაძე , თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის მენეჯერი  ხარისხის უზრუნველყოფა.

1.2 საგანგებო შტაბის  უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში - ჯონი ბენდელიანი,  თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სპეციალისტი სასწავლო პროცესის მართვა.

1.3  საგანგებო შტაბის   უფროსის  მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური  მომარაგების დარგში  -  თეიმურაზ  ლოლაძე, თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის   მენეჯერი მატერიალური რესურსების მართვა.

1.4 საგანგებო შტაბის  უფროსის  მოადგილე კავშირგაბმულობისა  და  შეტყობინების საკითხებში  გიორგი  ტაბლიაშვილი,  თსუ  პროფესიული  განათლების  ცენტრის სპეციალისტი  საინფორმაციო ტექნოლოგიები.

1.5 სამედიცინო  რეაგირების ჯგუფის უფროსი - მაყვალა ბერიძე,  თსუ  პროფესიული განათლების ცენტრის მედდა.

1.6  სახანძრო-სამაშველო ჯგუფის  უფროსი  -  ვახტანგი   ლუტიძე,  უსაფრთხოების სამსახურის  ინსპექტორი.

1.7 საზოგადოებრივი  წესრიგის  დაცვის  ჯგუფის  უფროსი  - ვალერიან ხვადაგიანი, მთავარი სპეციალისტი  (II კატეგორია).

2.  დამტკიცდეს  საგანგებო  შტაბის   წევრების  თანდართული   ფუნქციონალური მოვალეობები (დანართი N1).

3. დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას  ბრძანების     გადაცემა უნივერსიტეტის პროფესიული  განათლების ცენტრის    (თბილისის  ლოკაცია) დასაქმებული  პირთათვის, წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერისტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


6. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე