საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ორგანული კანონი  - ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ ქვეპუნქტის, 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ზ” ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის  პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის,  56-ე მუხლის  მე-2 ნაწილის, 57- ე მუხლის,    ,,სამოქალაქო უსაფრთხოების   ეროვნული   გეგმის   დამტკიცების  შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის  24 სექტემბრის         N508 დადგენილებით დამტკიცებული სამოქალაქო  უსაფრთოების    ეროვნული    გეგმის,           საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ      - ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების    მე-15 მუხლის   პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის   პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის ლევან წიქარიძის  2025 წლის 17 მარტის N6053/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს  სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესიული განათლების ცენტრის  (ქუთაისის ლოკაცია)    საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა (დანართი N1).
2.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  გამოქვეყნება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ  ადგილზე    განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.ბრძანება  ძალაში შედის გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი  ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის  საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე