„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, და „პ“ ქვეპუნქტებისა , მე-9 პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის 12 მარტის N5596/35 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების „მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) და „სტომატოლოგია“ (ინგლისურენოვანი) სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ “რექტორის 2024 წლის 9 აგვისტოს N659/01-01 ბრძანების
1.2 პუნქტში დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: “
გ) მე-6 სემესტრის სტუდენტებისთვის- გაზაფხულის სემესტრი
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 7 მარტი- 17 მარტი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 7 მარტი- 17 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 17 მარტი-19 ივლისი;
გ.დ) დამატებითი გამოცდები- 24-26 ივლისი;
გ.ე) არდადეგები- 28 ივლისი- 26 სექტემბერი.
დ) მე-12 სემესტრის სტუდენტებისთვის- გაზაფხულის სემესტრი
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია- 27 თებერვალი- 5 მარტი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია- 28 თებერვალი- 5 მარტი;
დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები (კურაციული სისტემით)– 4 მარტი-12 ივლისი;
დ.დ) დამატებითი გამოცდები- 14-18 ივლისი; “
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი