საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“, ,,ო“ ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 27 სექტემბრის N216/02-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და თსუ სტუდქალაქის სტუდენტური სერვისების განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2025 წლის 11 მარტის N5422/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შვიდეს ცვლილება, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 06 მარტის N51/02-01 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2025 წლის 13 მარტის 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.”.

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

6. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64).

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი