„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების
ა) 1.1 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში და ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:
„ 5 - 10 მარტი“ განისაზღვროს:
„5 - 16 მარტი “ ;
ბ) 1.1 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში და აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:
„5 - 10 მარტი“ განისაზღვროს:
„5 - 16 მარტი“ ;
გ) 1.2 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტში და ადმინისტრაციული რეგისტრაცია ნაცვლად:
„ 5 - 10 მარტი“ განისაზღვროს:
„5 - 16 მარტი “ ;
დ) 1.2 პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტში და აკადემიური რეგისტრაცია ნაცვლად:
„5 - 10 მარტი“ განისაზღვროს:
„5 - 16 მარტი“
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორი