საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2025 წლის N5173/73 წერილის საფუძველზე ,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 ივლისის N206/01-01 ბრძანების

„1.1.“ პუნქტში და „გ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - გაზაფხულის სემესტრი:

დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 5 თებერვალი - 24 მარტი

დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 17 – 24 მარტი;

დ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 მარტი - 5 ივლისი;

დ.დ) საგამოცდო პერიოდი - 7 ივლისი- 19 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 21-26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);

დ.ე) არდადეგები - 28 ივლისი - 21 სექტემბერი;“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი