,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ემუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „ პ “ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის (uni.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთსა და იმავე სავალდებულო სასწავლო კომპონენტში (სასწავლო კურსი, პრაქტიკა, საბაკალავრო კვლევითი ნაშრომი ან სხვ.) სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);
2. წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 1 აპრილისა;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
5. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
ჯაბა სამუშია რექტორი