საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მოსამზადებელ კურსის „საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისათვის მოსამზადებელი კურსი“-ს დამტკიცების შესახებ რექტორის 2025 წლის 19 თებერვლის N31/01-01 ბრძანებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2025 წლის 19 თებერვლის N3739/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის მოსამზადებელ კურსს „საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებელი ტესტირებისათვის მოსამზადებელი კურსი“-ს მთლიანი კურსის მოცულობა განისაზღვროს 48 საათი (ქართული ენა 16 საათი, ისტორია 16 საათი, სამართლის საფუძვლები 16 საათი);

2. ერთ სასწავლო ჯგუფში მსმენელთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვროს მინიმუმ 4 მსმენელით; სასწავლო ჯგუფში 4 მსმენელის არსებობის შემთხვევაში მთლიანი კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 500 ლარით; ხოლო სასწავლო ჯგუფში 4 მსმენელზე მეტის არსებობის შემთხვევაში მთლიანი კურსის ღირებულება ერთი მსმენელისათვის განისაზღვროს 400 ლარით;

3. პედაგოგების ანაზღაურება განისაზღვროს ხელშეკრულების შესაბამისად 1 საათი - 30 ლარით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით);

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი