საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე18 და მე-20 პუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 27 იანვრის N01/04 ერთობლივი ბრძანების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების, ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის დ. კორძაიას 2025 წლის 28 იანვრის N1479/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 24 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (7 წლის ვადით) თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) დეპერტამენტების მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით: კ

ლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი

1. დგებუაძე მანანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. მელიქაძე ეკატერინე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

3. მეტრეველი ლევან - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

კლინიკური ანატომიისა და ექსპერიმენტული მოდელირების დეპარტამენტი

1. კორძაია მთვარისა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. გოიშვილი ნანა - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

3. გვიდანი სოფიო - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტამენტი

1. ხახუტაიშვილი ია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. ღუღუნიშვილი მარინე - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

5. ბრძანება ძალაშია 2025 წლის 14 თებერვლიდან.

ჯაბა სამუშია რექტორი