საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტისა და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის 2024 წლის 4 მარტის N6118/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი N3) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუგშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე - ეკონომიკის დოქტორი, დავით აღმაშენებელის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის ასოცირებილი პროფესორი;

ბ) თამარ დუდაური - ეკონომიკის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

გ) ნინო სამჭკუაშვილი - ეკონომიკის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ რუსუდან დალაქიშვილი-ჭიჭინაძე; საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ დუდაური, საკონკურსო კომისიის მდივნად ნინო სამჭკუაშვილი.

3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 5 აპრილისა

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი