საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36-ე მუხლის, 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-5 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის არჩილ კუკულავას 2023 წლის 29 ივნისის N17804/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1 შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემისა და პროაქტიული გამოქვეყნებისათვის გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 23 დეკემბრის N162/02-01 ბრძანებაში:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,1. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვროს იურიდიული დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი ლიკა კილაძე.’’

ბ) ბრძანების მე - 4 პუნქტის დანართით დამტკიცებული ,,დანართი N1’’ ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N1).

გ) ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით -

,,5. უნივერსიტეტის ელექტრონულ რესურსზე, ამ ბრძანების დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის ატვირთვა დაევალოს სსიპივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს სპეციალისტს ლელა მჭედლიძეს და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროგრამული უზრუნველყოფის განყოფილების პროგრამისტს კახაბერ მღებრიშვილს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის მატერიალური და ელექტრონული ფორმით გაცემაზე, ასევე მის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირის მონაწილეობით.“;

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;

5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე