საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი   განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის   პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის,  29-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა  და კონკურსის  ჩატარების  ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების  - „სსიპ    – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური    პერსონალის  (პროფესორი, ასოცირებული   პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ერთიანი საშტატო     განრიგის  დამტკიცების    შესახებ“ თსუ   რექტორის და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების    და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის   დეკანის გიორგი ღაღანიძის  2022  წლის  10 ოქტომბრის    N25794/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად.
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად  7 (შვიდი)   წლის ვადით  შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი,   რომელსაც  აქვს  არანაკლებ 3   (სამი)   წლის   სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 26 ოქტომბერს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის   28 ნოემბრიდან   2022   წლის 5 დეკემბრის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი  ოქმი თსუ  აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2022  წლის 30 დეკემბრისა.
4. კონკურსი  გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  ასოცირებული პროფესორების აკადემიური  თანამდებობების დასაკავებლად:
ეკონომიკური   და  სოციალური     სტატისტიკის  კათედრა    (ეროვნულ  ანგარიშთა სისტემის მიმართულებით)
ასოცირებული  პროფესორი - 1 საშტატო  ერთეული -კატეგორია ,,ა”;

ტურიზმისა და  მასპინძლობის  მენეჯმენტის კათედრა
ასოცირებული  პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ბ“;
5.   ასოცირებული   პროფესორების თანამდებობებზე  ასარჩევმა  კანდიდატებმა   უნდა წარმოადგინონ:
ა)  განცხადება     საკონკურსო    კომისიის     სახელზე     (დადგენილი       ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული  დადგენილი  ფორმის მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ  (,,უმაღლესი  განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  32-ე  მუხლის   მე-2  პუნქტის  თანახმად,  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  არ  შეიძლება  დასაქმდეს   „სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართულ  დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით  გათვალისწინებული  სქესობრივი თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი  ან/და  პირი,  რომელსაც იმავე  კანონის საფუძველზე   სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე) შესაბამისი     აკადემიური    ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების)    ასლი    (უცხო     ქვეყანაში    მიღებული   განათლების    ან/და სამეცნიერო    ხარისხის     აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური   მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი; 
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.   ასოცირებული   პროფესორის თანამდებობაზე   ასარჩევი    კანდიდატი,  კონკურსში მონაწილეობის მიღების  მიზნით, ვალდებულია  გაეცნოს თსუ  აკადემიური  საბჭოს N113/2018 დადგენილების  დანართი 1-ის  მე-3 მუხლის  მე-3 პუნქტის  მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ  (რაც ძალაში შევა მის     მიერ შესაბამისი  აკადემიური     თანამდებობის დაკავებისთანავე)  და დაადასტუროს   ინფორმაცია იმის შესახებ, რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7. საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2022  წლის  28 ნოემბრიდან  2022 წლის 5 დეკემბრის  ჩათვლით. ჩათვლით 1000-დან  1600 საათამდე, შესვენება 1300-დან
1400-მდე     (შაბათ-კვირის  გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი,  უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ  X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403.
8. ბრძანება  განთავსდეს   გაზეთ   "თბილისის    უნივერსიტეტი"-ს  ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
10. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,    ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკულტეტი,  პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის  ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია