საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,    მე-9 და მე-11 პუნქტებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2022 წლის 19 აგვისტოს N20456/27 წერილის  საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს  ცვლილებები „სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2022 წლის 25 ივლისის N219/01-01 ბრძანებაში და მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
ა) „3. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 29 ივლისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2022 წლის 12 ოქტომბრისა“.
ბ) „6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 30 აგვისტოდან 2022 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით, 10-დან 17 საათამდე,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;“
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
3.   ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი          ნინო გვენეტაძე