საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი გრიგოლაშვილის 2022 წლის 31 მაისის N12431/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის     სტუდენტური     სერვისებისა     და     კარიერული განვითარების ცენტრის   სპეციალისტის შესარჩევად - ექვსი თვის ვადით.
2. სტუდენტური  სერვისებისა  და  კარიერული  განვითარების  ცენტრის  სპეციალისტის ანაზღაურება    განისაზღვრება    თვეში    700    ლარით    (საშემოსავლო    და    საპენსიო ანარიცხების ჩათვლით).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) უმაღლესი განათლება - ბაკალავრის ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს);
ბ) ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B-2 დონეზე;
გ) სასურველია ჰქონდეს პროექტის წერის და განხორციელების გამოცდილება; დ) სასურველია ჰქონდეს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება;
ე) საოფისე პროგრამის ბაზისური ცოდნა.
4.   აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები :
ა) ორგანიზებულობა;
ბ) ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
გ) გუნდურად მუშაობის უნარი;
დ) ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
ე) მაღალი პასუხისმგებლობა;
ვ) დეტალებზე ორიენტირებულობა.
5. სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტის პოზიციაზე     შერჩეულ    სპეციალისტს    მოეთხოვება    შემდეგი    ვალდებულებების შეასრულება :
ა)  სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა;
ბ) სტუდენტური სერვისების განვითარების მხრივ დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა;
გ)სტუდენტთა კარიერის გამნავითარებელი და დასაქმების ხელშემწყობი პროექტების შემუშავება
დ) სტუდენტური სერვისების განმავითარებელი პროექტების შემუშავება;
ე) ცენტრის ხელმძღვანელის მიმდინარე დავალებების შესრულება.
6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; 
გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე)    უცხო    ენის    ცოდნის    დამადასტურებელი    დოკუმენტი    (ასეთის    არსებობის შემთხვევაში);
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის    32-ე    მუხლის    მე-2    პუნქტის    თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს    „სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის       წინააღმდეგ    მიმართულ    დანაშაულთან    ბრძოლის    შესახებ“ საქართველოს    კანონით    გათვალისწინებული    სქესობრივი    თავისუფლებისა    და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისუფლება) - ცნობის წარმოდგენა სპეციალისტის პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში;
7. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის    განხილვის    საფუძველზე    საკონკურსო    კომისიის    მიერ. აპლიკანტები, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია (დანართი N1) და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N2);
9.    ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტის მიერ გადმოგზავნილ უნდა იქნეს
2022 წლის 7 ივნისიდან 2022 წლის 13 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს „სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტი“. 
10. ბრძანება    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის სპეციალისტის    შესარჩევად     კონკურსის     გამოცხადების     შესახებ     განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.tsu.ge-ზე და ასევე ინტერნეტ სივრცეში.
11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 28 ივნისისა.
12. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
13. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს    (საფინანსო    დეპარტამენტი,    პერსონალის    მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის     სამსახური,     საინფორმაციო     ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრი).
14.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი      გიორგი შამათავა