საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, "სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ" თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 მარტის N7/04 ერთობლივი ბრძანებისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის ირაკლი საღარეიშვილის 2022 წლის 9 მარტის N5059/10 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს     კონკურსი     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილებაში - განყოფილების უფროსის -   1 საშტატო ერთეული, მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) – 1 საშტატო ერთეული და წამყვანი სპეციალისტის 1 საშტატო ერთეული  - შესარჩევად.

2. საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 2200 (ორი ათას ორასი) ლარით.

3. საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  მთავარი  სპეციალისტის (პირველი კატეგორია) თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათას ორასი) ლარით.

4. საფინანსო  დეპარტამენტის  შესყიდვების  განყოფილების  წამყვანი  სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1050 (ათას ორმოცდაათი) ლარით.

5. აპლიკანტი  (შესყიდვების  განყოფილების  უფროსი)  უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი) ან/და  მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);

ბ) ჰქონდეს საფინანსო/ეკონომიკური მიმართულებით მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არანაკლებ 2 წლის და მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სახელმწიფო შესყიდვების სფეროში);

გ)  ფლობდეს კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Office;

დ)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;

ე)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ე.ა) იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე.ბ)    საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595–  1599 მუხლები;

ე.გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951 მუხლი; 
ე.დ)  საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ე.ე)  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;

ე.ვ)     საქართველოს  მთავრობის  2017  წლის  26  სექტემბრის  №439  დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;

ე.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“;

ე.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

ე.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ე.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;

ე.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;

ე.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;

ე.პ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’;

6.   აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) კრეატიული აზროვნების უნარი;

ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;

ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;

კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

7. აპლიკანტს  მოეთხოვება   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების   განყოფილების უფროსის  შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) კოორდინაცია გაუწიოს შესყიდვების განყოფილების საქმიანობას, გაანაწილოს მოვალეობები    განყოფილების თანამშრომლებს შორის, მისცეს მითითებები და დავალებები,  დაგეგმოს  ელექტრონული  შესყიდვების  პროცესები  და კანონმდებლობასთან და წესებთან შესაბამისად აწარმოოს მონიტორინგი;

ბ) დაფინანსების წყაროების მიხედვით ორგანიზება გაუწიოს თსუ შესყიდვების გეგმის შედგენას და კორექტირების პროცესს,    განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზება გაუწიოს შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვას, მონეტარული ზღვრების დადგენას, შესყიდვის ობიექტის ერთგვაროვნების დადგენას და შესყიდვის მეთოდის შერჩევას;

გ) ორგანიზება გაუწიოს კვარტალური და ხელშეკრულებების მიმდინარეობის შესახებ ანგარიშების       მომზადება   -   წარდგენის   პროცესს,   უზრუნველყოს       სატენდერო 
პროცედურების  წარმართვა  და  კონტროლის  გაწევა,  დაადგინოს  მომზადებული  და წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა;

დ) უზრუნველყოს საკონკურსო პროცედურების წარმართვის და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება, შემოსული წერილების საფუძველზე გამარტივებული საშუალებით შესყიდვის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;

ე)   მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით   მონაწილეობა მიიღოს მიმწოდებლების შერჩევაში, უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტის მომზადება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა ზემდგომ უწყებებთან საქმიანი მიმოწერა, განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებას;

ვ) ითანამშრომლოს თსუ პროფილურ დეპარტამენტებთან, სამსახურებთან, ფაკულტეტებთან და ინსპექტირების ჯგუფთან,  პერიოდულად, საჭიროების მიხედვით, უზრუნველყოს შიდა პროფილური სამსახურების და მიმწოდებელთა წარმომადგენელების შეხვედრების ორგანიზება;

ზ) უზრუნველყოს შესყიდვების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ინსტრუქციების შემუშავება, დაგზავნა და თსუ ვებგვერდზე განთავსება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადებთან დაკავშირებით, “დამატებითი შეთანხმებების” მომზადება;

თ) კოორდინაცია გაუწიოს თანხების ავანსად-წინასწარ გადარიცხვის შემთხვევაში საგარანტიო წერილების წარმოდგენას, მრავალწლიანი და გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეულ შესყიდვებზე წერილობითი ნებართვების მოპოვებას, ორგანიზება გაუწიოს მიმწოდებელთა ბაზრის კვლევას და   მონაწილეობა მიიღოს სატენდერო და უნივერსიტეტის სხვა კომისიების მუშაობაში;

8. კონკურსში   მონაწილეობის    მსურველ    აპლიკანტს   (შესყიდვების   განყოფილების უფროსი)  მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)

ვ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;

ზ) ორი რეკომენდატორის სახელი და გვარი, სტატუსი და საკონტაქტო ინფორმაცია;

თ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში); 
ი) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

კ) სამოტივაციო წერილი;

9. აპლიკანტი  მთავარი  სპეციალისტი  (პირველი  კატეგორია)  უნდა  აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს უმაღლესი განათლება - ბაკალავრი (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);

ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

გ)  ინგლისური ენის ცოდნა A2;

დ)  იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;

ე) იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;

ვ)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები:

ზ.ა)    საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595– 1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი;

ზ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე)   საქართველოს   მთავრობის   2017   წლის   26   სექტემბრის   №439   დადგენილება
„ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის
№7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის
№19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“; 
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;


10. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

11. აპლიკანტს  მოეთხოვება   საფინანსო   დეპარტამენტის   შესყიდვების   განყოფილების მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია) შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა.
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების  პრიორიტეტულობის  გათვალისწინებით.  პრეტენდენტების  შერჩევა– შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება.   სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე)   სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.  საჭიროების  შემთხვევაში  ხელშეკრულებაში  ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ვ) შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
ზ) გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
თ) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
ი) საჭიროების შემთხვევაში საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების  სააგენტოს’’-თან;
კ) საჯარო ინფორმაციის გადაცემის მიზნით კვარტალური ანგარიშების მომზადება/ფინანსური ხარჯის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და შესაბამისი უწყებისთვის გაგზავნა
ლ) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან.

12. აპლიკანტი     (წამყვანი     სპეციალისტი)     უნდა    აკმაყოფილებდეს     შემდეგ მოთხოვნებს:
ა) ჰქონდეს      უმაღლესი      განათლება      -      ბაკალავრი      (ეკონომიკა/ბიზნესის ადმინისტრირება/სამართალი);
ბ) ჰქონდეს მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება, სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის ცოდნა A2;
დ) იცოდეს კომპიუტერული პროგრამები - Microsoft Office;
ე)  იცნობდეს საქართველოს კონსტიტუციას;
ვ)  იცოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ზ)  იცოდეს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შემდეგი რეგულაციები: 
ზ.ა) საქართველოს    ადმინისტრაციულ    სამართალდარღვევათა    კოდექსის    1595– 1599 მუხლები;
ზ.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1951მუხლი; 
ზ.გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
ზ.დ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ“;
ზ.ე)   საქართველოს   მთავრობის   2017   წლის   26   სექტემბრის   №439   დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე“;
ზ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმები და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესი“
ზ.ზ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.თ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ი) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.კ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანება „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.ლ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ზ.მ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
ზ.ნ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგია“;
ზ.ო) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;

13. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:
ა) კრეატიული აზროვნების უნარი;
ბ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; 
გ) ოპერატიული მოქმედების უნარი;
დ) მაღალი პროფესიონალიზმის უნარი;
ე) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
ვ) დასაბუთების უნარი;
თ) ფორსმაჟორულ ვითარებაში მუშაობის უნარი;
ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვის უნარი; 
კ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა  და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

14. აპლიკანტს       მოეთხოვება       საფინანსო       დეპარტამენტის       შესყიდვების განყოფილების წამყვანი სპეციალისტის შემდეგი ფუნქციების შესრულება:
ა) დაფინანსების წყაროების მიხედვით, სტრუქტურული ერთეულების, საგრანტო პროექტების, სამეცნიერო კველევითი ინსტიტუტების ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობა.
ბ) შესყიდვის მოთხოვნის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკების შემუშავებაში პროფილურ დეპარტამენტებთან ერთად,  კონსულტირება და ინფორმაციის შეგროვება;
გ) შესყიდვის წინამოსამზადებელი სამუშაოების უზრუნველყოფა, მონეტარული ზღვრების დადგენა, შესყიდვის საშუალების შერჩევა. ტექნიკური დავალებებისა და სპეციფიკაციების სისრულის და ლოგიკურობის გადამოწმება. ტენდერის ჩატარების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციისა და სხვა მასალების მომზადების ორგანიზება. სატენდერო დოკუმენტაციების შედგენა, ერთობლივი მუშაობა პროფილურ, იურიდიულ და ფინანსურ დეპარტამენტებთან;
დ) სატენდერო პროცედურების მიმდინარეობისას სატენდერო წინადადებების განხილვა და შეფასება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, შეფასების წესებისა და კრიტერიუმების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით. პრეტენდენტების შერჩევა– შეფასების პროცესის წარმართვა, გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებისათვის წინამოსამზადებელი სამუშაოების წარმართვა, შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადება.   სახელმწიფო შესყიდვების კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოლაპარაკებების წარმოება მიმწოდებლებთან. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმება გამარჯვებულ კომპანიასთან;
ე) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი და ზედამხედველობა.  საჭიროების  შემთხვევაში  ხელშეკრულებაში  ცვლილების ორგანიზება, განხორციელება და შენახვა. თითოეულ მიმდინარე ხელშეკრულების ინსპექტირებაზე გასაგზავნი დოკუმენტაციის მომზადება, შუალედური და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება, მიმწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის დოკუმენტაციის პაკეტის მომზადება და საფინანსო დეპარტამენტში გაგზავნა;
ვ) შესყიდვების წესებთან დაკავშირებით სხვა დეპარტამენტების კონსულტირება; გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად ფინანსური ვალდებულებების დადგენა;
ზ) გამარტივებული შესყიდვის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების ან ამ ხელშეკრულების ცვლილების (მათ შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის) ამსახველი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების აქტების სააგენტოსათვის წარდგენა/ატვირთვა ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის ველში. ხელშეკრულებებისათვის შესაბამისი სტატუსების მინიჭება;
თ) შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტების (წერილები, ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები, დასკვნები და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები) ექტრონული შტამპით დამოწმება;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სატენდერო და საკონკურსო კომისიებთან თანამშრომლობა აპარატის წევრის კომპეტენციის ფარგლებში. ხელშეკრულებების პირობებთან, დავებთან და ჩივილებთან დაკავშირებული კონსულტაციები და საჭიროებისამებრ ჩართულობა მოლაპარაკებებში როგორც საკონტაქტო პირის;
კ) საქმიანი მიმოწერა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
ლ) მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ტიპის შესყიდვების   განხორციელება დაფინანსების ყველა წყაროდან. 
15. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს (მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია), წამყვანი სპეციალისტი)) მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად; გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
ე) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან, ცნობა სამსახურიდან და სხვ.)
ვ)  უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარმოდგენა;
თ) სამოტივაციო წერილი;
ი) სასერთიფიკატო ტრენინგ კურსის - ,,სახელმწიფო შესყიდვების კურსი’’ - გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
კ) სხვა   სასერთიფიკატო ტრენინგ   კურსის/კურსების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება), (ცნობის წარმოდგენა თანამდებობის დაკავების შემთხვევაში);

16. კონკურსში    მონაწილეობის    მსურველი    აპლიკანტის    შერჩევა    განხორციელდეს სააპლიკაციო    პაკეტის   განხილვის   საფუძველზე   საკონკურსო   კომისიის   მიერ. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან გასაუბრებას დისტანციურ რეჟიმში Zoom პლატფორმის  საშუალებით (კონკრეტული თარიღი, დრო და Zoom პლატფორმის მისამართი ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

17. სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების - განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის (პირველი კატეგორია), წამყვანი სპეციალისტის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი  (დანართი N1);

18. ბრძანებით  მოთხოვნილი  დოკუმენტები  აპლიკანტის  მიერ  გადმოგზავნილ  უნდა იქნეს  2022  წლის  14  მარტიდან  2022  წლის  18  მარტის  ჩათვლით  18:00  საათამდე 
ელექტრონულ   მისამართზე:    vacancy@tsu.ge   სათაურის   ველში   უნდა   მიეთითოს "საფინანსო დეპარტამენტის შესყიდვების განყოფილების უფროსი, მთავარი სპეციალისტი (პირველი კატეგორია) და წამყვანი სპეციალისტი".

19. ბრძანება     სსიპ-ივანე     ჯავახიშვილის     სახელობის     თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის        საფინანსო    დეპარტამენტის    შესყიდვების    განყოფილების    - განყოფილების    უფროსის,   მთავარი   სპეციალისტის   (პირველი   კატეგორია)   და წამყვანის სპეციალისტის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ასევე ინტერნეტ სივრცეში.

20. საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი  თსუ  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2022 წლის 4 აპრილისა;

21. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   ლაშა საღინაძე