საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5   პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9  და მე-11 პუნქტის,  322   მუხლის პირველი,  მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2021 წლის 14 დეკემბრის N26706/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი,  სამეცნიერო  -  კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული  ან  გამოსაქვეყნებლად  მიღებული  სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის არანაკლებ    1     რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის  12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში   მეცნიერი თანამშრომლების   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:


ა) ლევან ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური  წყაროებისა და საელექტროდო მასალების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ბ)  გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2,5 საშტატო ერთეული

გ)  ადგილობრივი  წიაღისეულისა  და  მინერალური  ნედლეულის  ქიმიური  გადამუშავების ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

დ) ელენე  ნანობაშვილის სახელობის რადიაციული ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 4 საშტატო ერთეული

ე) ჯონდო ჯაფარიძის სახელობის არაწყალხსართა ელექტროქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ვ) რევაზ დოღონაძის სახელობის თეორიულ კვლევათა ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 2 საშტატო ერთეული

ზ) აპოლონ ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

თ) კატალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3 საშტატო ერთეული

ი) ნიკოლოზ ლანდიას სახელობის თერმოქიმიის ლაბორატორია: 
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

კ) არაორგანული ნაერთების ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 3   საშტატო ერთეული (ორი   0,5 საშტატო ერთეული)

ლ) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:
მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1,5 საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    დაწესებულებაში    არ    შეიძლება    დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2022 წლის 17 იანვრიდან   21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). 10:00-დან 17:00     საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს  გაზეთში  ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე   ბრძანება   კანონმდებლობით   დადგენილი   წესით   გადაეცეს   შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა    აუდიტის   სამსახური,  გაზეთი  ,,თბილისის   უნივერსიტეტი’’,  საინფორმაციო  ტექნოლოგიების  დეპარტამენტი,  რაფიელ  აგლაძის  სახელობის  არაორგანული  ქიმიისა  და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი