საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  32 მუხლის მე-2 პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის, მე-11 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი  წესისა და სამეცნიერო თანამდებობების       დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 18 ნოემბრის N31/04 ერთობლივი ბრძანების და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2021 წლის 8 დეკემბრის N26211/10 მოხსენებითი ბარათის  საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   პეტრე   მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო    ან   სხვა  პროფილურ   დაწესებულებაში  სამეცნიერო  თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად    მიღებული   სამეცნიერო   პუბლიკაციები,   მათ   შორის   არანაკლებ   1 რეიტინგული    სამეცნიერო    პუბლიკაცია    მაინც    სამეცნიერო-კვლევითი    პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 15 დეკემბრიდან. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა). საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 12 თებერვლისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ა)   ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 4 საშტატო ერთეული

ბ)  ქიმიური ეკოლოგიის  ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 13  საშტატო ერთეული


გ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია:
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 2  საშტატო ერთეული

დ) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5 საშტატო ერთეული

ე) ნავთობის ქიმიის ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5 საშტატო ერთეული

ვ) აგრარული ქიმიის  ლაბორატორია
მეცნიერი  თანამშრომელი (4 წლის ვადით) – 5  საშტატო ერთეული

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"     32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა 
ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 17 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით (19 იანვრის გარდა) 1000-დან 1700 საათამდე, თსუ პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის  მისამართზე:  თბილისი,  ა. პოლიტკოვსკაიას N31, მე-2 სართული, კანცელარია;
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში ,,თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი’’, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი   ნინო ოკრიბელაშვილი