საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დ.კორძაიას 2021 წლის 7 ოქტომბრის  N20575/32 და ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მ. ბიწკინაშვილის 2021 წლის 8 ოქტომბრის N20754/32 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2021   წლის 2 სექტემბრის   N152/01-01 ბრძანებაში. კერძოდ, მე-3 პუნქტი, მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 2 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან
2021 წლის 25 ოქტომბრამდე.   საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 29 ნოემბრისა.“

ბ) „6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 4 ოქტომბრიდან
2021 წლის 25 ოქტომბრამდე 11:00-დან 16:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330.“

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს   (საფინანსო   დეპარტამენტი,   პერსონალის   მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე