საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების,   ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების  თაობაზე“  საქართველოს  განათლებისა  და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,   და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის, მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 23 ივნისის N18/04 ერთობლივი ბრძანებისა და   საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ბეჟან თუთბერიძის 2021 წლის 22 ივლისის N9749/10-02 წერილის (თან ერთვის საკონკურსო კომისიის 2021 წლის 22 ივლისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.   დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე  ჯანელიძის  სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი - თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) განყოფილებების   მიხედვით და განისაზღვრონ არჩეულად ქვემოჩამოთვლილი პირები შემდეგი შემადგენლობით:
პალეონტოლოგიისა და სტრატიგრაფიის განყოფილება
ხათუნა მიქაძე  - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული; გარემოს დაცვის განყოფილება
აკაკი მაღლაკელიძე - მეცნიერი თანამშრომლი - 0.5 საშტატო ერთეული;

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება    ალექსანდრე    ჯანელიძის    სახელობის    გეოლოგიის    ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე   ბრძანების       უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპრტამენტი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის  ინსტიტუტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე