საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“,  და ,,პ’’ ქვეპუნქტების,  მე-9 და მე-11 პუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების  მე-8 პუნქტის, მე-10 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 27 მაისის N14/04 ერთობლივი ბრძანების და პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორის რამაზ აბესაძის 2021 წლის 2 ივნისის N9579/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2021 წლის პირველი ივნისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში პაატა გუგუშვილის სახელობის    ეკონომიკის     ინსტიტუტში - მთავარი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები   (შემაჯამებელი   ოქმი)   და განისაზღვრონ არჩეულად:

ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის  პრობლემათა კვლევის განყოფილება:


1.  მურმან კვარაცხელია - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (უვადო);

მაკროეკონომიკის, მდგრადი  განვითარებისა  და ფინანსების განყოფილება:

1. მამუკა ხუსკივაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);
2. თეა ლაზარაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა განყოფილება:

1. ლია თოთლაძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

სექტორული და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:

1.  ლინა დათუნაშვილი - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი  - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით);

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალთან.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი გიორგი შარვაშიძე