საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372  მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების   და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,     322 მუხლის პირველი,   მე-2 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ   წარმომადგენლობითი საბჭოს   მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 აპრილის   N10/04 ერთობლივი ბრძანების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  2021 წლის 15 აპრილის N7016/10  წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს   კონკურსი   სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის   ინსტიტუტში   მთავარი მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 4 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით, ასევე მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული ეროვნულ ან/და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით 2 პროექტში მაინც ან გააჩნდეს 2  სტატია იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში ან 2 სტატია, რომელიც ინდექსირებულია ERIH-ში; კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ზემოთ    მოტანილ    4    რეიტინგულ    პუბლიკაციას    შორის    2    საზღვარგარეთ გამოქვეყნებული პუბლიკაცია, ასევე საზღვარგარეთ გამოცემული არანაკლებ 10 ნაშრომი;
3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 10 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ
სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც), ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;  კონკურსანტს ასევე მოეთხოვება   ზემოთ მოტანილ 3 რეიტინგულ პუბლიკაციას შორის 1 სამეცნიერო სტატია გამოქვეყნებული ჟურნალში, რომელიც აღიარებულია ERIH-ის (European Reference Index of the Humanities) მიერ, ასევე მონაწილეობა 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, რომლებზედაც წარდგენილი მოხსენებები გამოქვეყნებულია კონფერენციის შესაბამის მასალათა კრებულებში.
3.კონკურსი  გამოცხადდეს  2021  წლის  23  აპრილს,  საკონკურსო  დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021  წლის  24  მაისიდან  2021  წლის  26 მაისის ჩათვლით.   საკონკურსო   კომისიის    შემაჯამებელი   ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს  2021 წლის  15 ივნისისა;.
4.კონკურსი    გამოცხადდეს    პაატა    გუგუშვილის    სახელობის    ეკონომიკის ინსტიტუტში    მთავარი მეცნიერი თანამშრომლის   სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ა) ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის პრობლემათა კვლევების  განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (უვადო, პროფილი – ზოგადი ეკონომიკური თეორია) – 1 საშტატო ერთეული; 
ბ)   საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით, პროფილი – საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები) - 1 საშტატო ერთეული;
გ) მაკროეკონომიკის, მდგრადი განვითარებისა და ფინანსების განყოფილება: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით,  პროფილი – ფინანსები)  – 2 საშტატო ერთეული;
დ) სექტორული  და რეგიონული ეკონომიკის განყოფილება:
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით, პროფილი სოფლის მეურნეობის ეკონომიკა) – 1 საშტატო ერთეული;
5. სამეცნიერო თანამდებობაზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში)    აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ ("უმაღლესი განათლების შესახებ"  32 მუხლის მე- 2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ   მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება).
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 24 მაისიდან 2021 წლის 26 მაისის  ჩათვლით  12:00-დან  15:00  საათამდე  თსუ პაატა გუგუშვილის  სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის  კანცელარიაში. მისამართი: თბილისი,  გ. ქიქოძის ქ. N14 პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, II სართული, ოთახი N10.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს; 
8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი,    შიდა   აუდიტის   სამსახური,   პაატა   გუგუშვილის   სახელობის ეკონომიკის  ინსტიტუტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 


რექტორი   გიორგი შარვაშიძე