საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ” თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 21 იანვრის N1/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რ. ხომერიკის 2021 წლის 25 იანვრის N597/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია), ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

2. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის პირველ თებერვალს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;

3. კონკურსი ჩატარდეს საბუთების მიღების დასრულებიდან არანაკლებ 1 თვის ვადაში;

4. კონკურსი ცხადდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) - 1 საშტატო ერთეულზე;

5. ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ხელფასი განისაზღვრება თვეში 630 (ექვსას ოცდაათი) ლარით;

6. ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:

ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;
ე) სამოტივაციო წერილი;
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ 32-ე მუხლის    მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ზ) სამუშაო გამოცდილება პროფილის შესაბამისად;

7. ვაკანტურ თანამდებობაზე შერჩეულ პირს ეზღუდება პარალელურად მუშაობდეს სხვა ორგანიზაციაში;

8. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობაზე შესარჩევი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) სიმონ წერეთელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი – კომისიის თავმჯდომარე;

ბ) მალხაზ გოჩიტაშვილი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი - წევრი;

გ) ნუგზარ გუბაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ლაბორატორიის გამგე - მდივანი;

9. დამტკიცდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლაბორანტის (ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია) თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი კომისიის მუშაობის წესი (დანართი N1 );

10.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2021 წლის 15 თებერვლიდან 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით 1100-დან 1500  საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N110; 
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე