საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური პროგრამები საერთაშორისო კომპონენტით - მაგისტრატურის საფეხური

 

 

1. იურიდიული ფაკულტეტი

 

პროგრამის სახელი: საჯარო ადმინისტრირება

მისანიჭებელი ხარისხი: მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემეტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს ღრმა და სისტემური ცოდნა  ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე საჯარო მმართველობის სფეროში განვითარების ტენდენციებზე, მის ხარვეზებსა და სრულყოფის გზებზე, ევროკავშირის გავლენაზე ქართულ პრაქტიკაზე, საჯარო მმართველობის მიმართულებით თანამედროვე მეთოდოლოგიურ პრინციპებზე. ასევე, გამოუმუშავოს კანონმდებლობის, ეკონომიკის, სოციალურ-პოლიტიკურ სპექტრის და მათი თანამედროვე ეროვნული და საერთაშორისო პრაქტიკის, ნოვაციების, უახლესი მეცნიერული კვლევების ანალიზის და ეროვნული პრაქტიკის სრულყოფის თაობაზე საკუთარი კომპლექსური და ორიგინალური დასკვნის შემუშავების უნარი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: tamar.berishvili@tsu.ge

ტელ: +995 32 2 22 10 97

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

პროგრამის სახელი: ევროპისმცოდნეობა

მისანიჭებელი ხარისხი: ევროპისმცოდენობის მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემეტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: ორწლიანი  სამაგისტრო  პროგრამის  მიზანია  სტუდენტების  უზრუნველყოფა  ღრმა  ინტერდისციპლინური  ცოდნით ევროკავშირის, ისევე როგორც ევროკავშირთან აღმოსავლეთ ევროპის არსებული და მოსალოდნელი კავშირების შესახებ (სამართალი, ეკონომიკა, პოლიტიკა, ისტორია და კულტურა). სტუდენტები გახდებიან დარგის ექსპერტები, რომლებსაც ექნებათ ევროკავშირის ეკონომიკური, სამართლებრივი და პოლიტიკური ინსტიტუტების სტრუქტურისა და მოქმედების შესახებ ამომწურავი ცოდნა  და გაგება, და ეცოდინებათ ევროპულ დონეზე     გადაწყვეტილებების მიღების თავისებურებები, ასევე ევროპული ინტეგრაციის პროცესი.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ.ფოსტა: helpdesk.ies@tsu.ge

ტელ: +995 32 2 22 78 99

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

2. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ტურიზმი (ერთობლივი პროგრამა ლიონი2 უნივერსიტეტთან, საფრანგეთი)

მისანიჭებელი ხარისხი: ტურიზმის მაგისტრი (თსუ-ს მიერ), ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის მაგისტრი (უნივერსიტეტი ლიონი2-ს მიერ)

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ქართული (ფრანგულენოვანი კომპონენტებით)

პროგრამის მიზანი: პროგრამის მიზანია ფრანგული უნივერისტეტის მონაწილეობით, ორენოვანი, კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. კურსდამთავრებული აღწერს ტურიზმს, როგორც ინტერდისციპლინურ სფეროს კლასიკური და უახლესი კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების კონტექსტში; განმარტავს ტურიზმის ბიზნესის მენეჯმენტთან, მარკეტინგთან და ამ დარგის მართვასთან დაკავშირებულ კლასიკურ და თანამედროვე კონცეფციებს; სიღრმისეულად ჩამოაყალიბებს ტურიზმთან დაკავშირებულ კულტურული მემკვიდრების მეთოდოლოგიას, მემკვდრეობის მატერიალური და არამატერიალური ღირებულებების სპეციფიკას.

საკონტაქტო ინფორმცია

ელ-ფოსტა: ioseb.khelashvili@tsu.ge

ტელ: +995 322  25 04 84

ვებ-გვერდი: tsu.ge  

 

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET)

პროგრამის სახელი: ეკონომიკა

მისანიჭებელი ხარისხი: ეკონომიკის მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემეტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის მიზანი: მაღალკვალიფიციური ეკონომისტების აღზრდა, რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან ეკონომიკის თანამედროვე თეორიისა და პრაქტიკის ცოდნით;  ეკონომიკური განათლებისა და სამეცნიერო კვლევების საერთაშორისო სტანდარტების დონეზე წარმართვა სახელმწიფო და კერძო სექტორების ინტერესების შესაბამისად; ეკონომიკის სწავლებისადმი ახალი მიდგომების ჩამოყალიბება სამხრეთი კავკასიის რეგიონში; სწავლებისა და ეკონომიკური კვლევის ინოვაციური მეთოდების დანერგვა სამხრეთი კავკასიის რეგიონში; ახალი ეკონომიკური აზროვნების ჩამოყალიბების ხელშეწყობა სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში.

საკონტაქტო ინფორმცია

ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge

ტელ: +995 322 507 177

ვებ-გვერდი: https://iset.tsu.ge/

 

                          

3. მედიცინის ფაკულტეტი 

 

პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა

მისანიჭებელი ხარისხი: საზოგადეობრივი ჯანდაცვის მაგისტრი

პროგრამის ხანგძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებულ და კომპეტენციებზე დამყარებულ საერთაშორისოდ აღიარებულ სწავლების სატნდარტებს საზოგადიებრივი ჯანდაცვის მიმართულებით. სტუდენტები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, მათ საშუალება იქნებათ იყვნენ კონკურენტუნარიანები როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. პროგრამის დასრულების შემდეგ, მათ ექნებათ აღნიშნულ სფეროში ღრმა და სისიტემური ცოდნა.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: medicine@tsu.ge

ტელ: +995 32 291 31 25

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

4. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

პროგრამის სახელი: მედია ფსიქოლოგია და კომუნიკაცია

მისანიჭებელი ხარისხი: მეცნიერებათა მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგარმის მიზანია პროგრამის მიზნებია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კურსდამთავრებულების აღჭურვა საერთაშორისო კომპეტენციებზე დაფუძნებული სისტემური ცოდნითა და უნარებით, რომ მათ შეძლონ: მედიაფსიქოლოგიის და კომუნიკაციის მიმართულებით ინტერდისციპლინური კვლევების ჩატარება, მედიის და ინდივიდების/ჯგუფების/საზოგადოების ინტერაქციის, მედიის ფსიქოლოგიური ეფექტების, ადამიანის ქცევაზე თანამედროვე ტექნოლოგების ზეგავლენის კვლევა, ასევე, კვლევებზე დაფუძნებული რეკომენდაციებით, პოზიტიური გავლენის მოხდენა მედიასტანდარტების, მედიაგარემოს და მედიაფსიქოლოგიის სფეროს განვითარებაზე.  

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: info.fsps@tsu.ge

ტელ: +995 32 225 0484

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

პროგრამის სახელი: პოსტ-საბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა და საზოგადოება

მისანიჭებელი ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია მოამზადოს სოციალურ მეცნიერებათა სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ინტერდისციპლინური ცოდნა საქართველოს პოსტსაბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ტრანსფორმაციის შესახებ; ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენებისა და ცვლილებების კომპლექსური თეორიული გააზრების უნარი; ქვეყნის შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად მიღებული განათლების გამოყენების მზაობა.

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: info.fsps@tsu.ge

ტელ: +995 32 225 0484

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

პროგრამის სახელი: ევრაზიისა და კავკასიური კვლევები

მისანიჭებელი ხარისხი: სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია განავითაროს კვლევა ევრაზიასა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პროცესებისა და ტრანსფორმაციის შესახებ. ამ მიზნის მისაღწევად პროგრამა იყენებს ინტეგრირებულ მიდგომებს სწავლებებში. ინტეგრირებულ მიდგომებში ჩვენ ვგულისხმობთ: 1) ტრანსოფრმაციაზე საფუძვლიან დაკვირვებას სხვადასხვა მეცნიერული დისციპლინების კუთხიდან, როგორიცაა პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები, ეკონომიკა, სოციოლოგია, სამართალი და ისტორია; 2) კურიკულუმში თეორიული და კვლევითი საგნების კომბინირებას. პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტები რეგიონმცოდნეობაში (ევრაზიისა და კავკასიის რეგიონი).  

საკონტაქტო ინფორმცია:

ელ-ფოსტა: info.fsps@tsu.ge

ტელ: +995 32 225 0484

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

5. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

პროგრამის სახელი: გამოყენებითი ბიომეცნიერებები

მისანიჭებელი ხარისხი: ბიომეცნიერებათა და ბიოტექნოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია მომაზადოს მაღალ-კვალიფიციური კადრი გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებით. პროგრამა შექმნილია თანამედროვე მეთოდიკის ასპექტების გათვალისწინებით. კურუკულუმი მოიცავს გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს, როგორიცაა გამოყენებით მეცნიერებათა კონცეფციები, კანონმდებლობა, კომერციული და ეთიკური პრინციპები და ბიოუსაფრთხოების საკითხები. სტუდენტები ასევე, შეისწავლიან დარგობრივ ინგლისურს, დარგისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ტერმინებსა და სამუშაო ენას. კურსდამთავრებულებს ექნებათ ღრმა თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აღნიშნულ დარგში.  

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ-ფოსტა: Nino.inasaridze@tsu.ge

ტელ: +995 32 2 232961

ვებ-გვერდი: tsu.ge

 

 

 

6. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

პროგრამის სახელი: კავკასიოლოგია

მისანიჭებელი ხარისხი: კავკასიოლოგიის მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: რუსული 

პროგრამის აღწერა: კავკასიოლოგიის პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ერთ-ერთი კავკასიური ენის, კავკასიელი ხალხის კულტურისა და ისტორიის ღრმა ცოდნა, იბერიულ-კავკასიური, პალეო-კავკასიური და რეგიონულ-კავკასიური ურთიერთობების პრობლემების შესწავლა. პროგრამა მიზნად ისახავს კავკასიოლოგიის მკვლევარის (ენათმეცნიერის / ისტორიკოსის) აღზრდას, რომელსაც შესაძლებლობა ექნება  გააანალიზოს არსებული პრობლემები და გააკეთოს შესაბამისი დასკვნები. პროგრამის მთავარი მიზანია სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა შეიძინოს კომპეტენცია და კვლევითი უნარები, რაც უზრუნველყოფს მის დასაქმებას. პროგრამა შედგება ორი მოდულისგან: 1. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება და არეალური ლინგვისტიკა, 2. კავკასიის ხალხთა ისტორია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: Tsira.baramidze@tsu.ge

ტელ: +995 222 2108

ვებ-გვედრი: tsu.ge

 

 

პროგრამის სახელი: სლავური ფილოლოგია

მისანიჭებელი ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი

პროგრამის ხანგრძლივობა: 2 აკადემიური წელი (4 სემესტრი)

სწავლების ენა: რუსული

პროგრამის აღწერა: პროგრამის მიზანია, ერთის მხრივ, განათლების ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, მისი მსოფლიო პრაქტიკასთან და მსოფლიო სტანდარტებთან დაახლოება, და, მეორეს მხრივ, თვისობრივი ცვლილებების გათვალისწინება. პროგრამა უზრუნველყოფს აღნიშნული დარგის ღრმა და სისტემური ცოდნას,  რომელიც სტუდენტებს უყალიბებს კვლევით უნარებს. ეს უზრუნველყოფს მათ დასაქმებას როგორც სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ასევე პრაქტიკული მიმართულებით. პროგრამა მოიცავს სამ მოდულს - "რუსული ფილოლოგია", "პოლონური ფილოლოგია", "უკრაინული ფილოლოგია", რომელთაგან თითოეული ორიენტირებულია სლავური სამყაროს კონკრეტული ქვეყნის ჰუმანიტარული დისციპლინების ციკლის სიღრმისეულ შესწავლაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: Tsira.baramidze@tsu.ge

ტელ: +995 222 2108

ვებ-გვედრი: tsu.ge