საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 

 

 

 

 

თსუ-ს საპატიო დოქტორები

 

 

 

 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების წესი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ქვეპუნქტის და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:

 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თსუ აკადემიური საბჭო რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს მიერ წარდგინების საფუძველზე.

 

საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების საფუძველი შეიძლება გახდეს:

 

ა) განსაკუთრებული მნიშვნელობის მეცნიერული მიღწევა;

 

ბ) აკადემიურ განათლებასა და სამეცნიერო კვლევის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;

 

გ) საზოგადოების წინაშე არსებული დამსახურება;

 

დ) უნივერსიტეტისთვის გაწეული განსაკუთრებული სამსახური.

 

თსუ-ის საპატიო დოქტორების სია