საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი თსუ-ს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის IES Ribeira do Louro განათლების ინსტიტუტში (ესპანეთი) ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად!

 

!!! ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და ესპანეთში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე

 

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებული არიან გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე ან/და რომელთა საქმიანობა მოიცავს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტების კოორდინაციას.

 

 

 

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

 

  1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
  3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

 

 

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
  3. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე 
  4. სამუშაო გეგმის მონახაზი (ინგლისურ ენაზე) დანართი 1;
  5. რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (ივსება ელექტრონულად);

 

 

გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული ადმინისტრაციული  პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს გაცვლითი და მობილობის პროგრამების მართვის ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 26 ოქტომბრის 14 საათამდე!

 

 

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: 


ა) ელექტრონული სარეგისტრაციო პორტალი mobility.tsu.ge:
     

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პორტალი mobility.tsu.ge:

  • არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (26 ოქტომბრის 14:00სთ) გასვლის შემდეგ; 
  • არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
  • სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად აბარებულად ითვლება მხოლოდ გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
  • სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ, აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
  • გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;
  • აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 

ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:

  • ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა Covid-19 ვაქცინაციის სრული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა, PCR ტესტირება (ერთ ან მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო, ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ ხარჯებთან და დროით რესურსთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს მობილობაში მონაწილე პერსონალის მიერ.
  • მოცემული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არ არის გათვალისწინებული საერთაშორისო მგზავრობის, სავიზო მოსაკრებლის ან იზოლაციასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება; შესაბამისად, ეს ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მობილობაში მონაწილე პერსონალის მიერ.

 

 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე: outgoingmobility@tsu.ge