საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ვიზიტი აშშ-ში საერთაშორისო პროექტ iCREATE-ს ფარგლებში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ და მედიცინის პროგრამის სტუდენტმა თამარ გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღეს SAVIR-ის ყოველწლიურ კონფერენციაში “ტრავმის შესახებ მეცნიერების საზოგადოების დამკვიდრება და გაძლიერება”, რომელიც გაიმართა 2026 წლის 13-15 აპრილს, ქალაქ პროვიდენსში (როდ-აილენდი, აშშ). აშშ-ში. პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ აგრეთვე მონაწილეობა  მიიღო  სამუშაო შეხვედრაში პროექტის „აღმოსავლეთ ევროპაში ტრავმის კვლევის შესაძლებლობების გაძლიერების“ (iCREATE) კოორდინატორთან, აიოვას უნივერსიტეტის პროფესორთან კარა ჰამანთან ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით. თსუ-ს წარმომადგენლების მიერ წარდგენილი იქნა კვლევის შედეგები პოსტერული მოხსენებების სახით.

კონფერენციაზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყოს ტრავმატიზმის პრევენციის მიმართულებით ჩატარედული კვლევითი მიმართულებების და სამეცნიერო პოტენციალის გაცნობისათვის, რაც შესაძლებლობების ფარგლებში გაზიარდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტების სახით. კონფერენციის შედეგად მიღებული გამოცდილების საფუძველზე პროექტის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს სხვადასხვა სასწავლო და საგანმანათლებლო მასალის თარგმანი და ადაპტირება, მათ შორის დამხმარე მასალის, რომელიც დაინერგება მედიცინის ფაკულტეტის კურიკულუმის არჩევით კომპონენტში ,,ტრავმატიზმის პრევენცია’’, და ასევე სპეციალურად ბავშვებში ტრავმატიზმის პრევენციისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო მასალის. 

თარიღი: 18/05/2026