სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მედიცინის ფაკულტეტის დეკანის
ბრძანება
თსუ რექტორის 2026 წლის 27 ოქტომბრის No 289/01-01 , No290/01-01 და No291/01-01 ბრძანებების („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ და „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“) აღსრულების მიზნით
ვბრძანებ:
1. მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო ჭალაგანიძე - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;
- მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;
2. აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2026 წლის 04 დეკემბრის 18:00 საათამდე.
- ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მაია ბიწკინაშვილი
დეკანი
მედიცინის ფაკულტეტი