საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020 წელს მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნა მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო, რომელიც წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანი სამედიცინო ექსპერტების ნებაყოფლობით საკრებულოს. საბჭოს წევრები გამოთქვამენ თსუ მედიცინის ფაკულტეტთან თანამშრომლობის სურვილს - მედიცინის საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ სფეროებში. მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს ფაკულტეტზე კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლებას -  კონსულტაციების, საექსპერტო საქმიანობის, ლექციების და ფორუმების ორგანიზების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

ამჟამად, მრჩეველთა საერთაშორის საბჭოში შედგება 15 წევრისგან. საბჭოს სხდომები იმართება როგორც დისტანციური, ასევე უშუალო შეხვედრის ფორმატით. ფაკულტეტი უზრუნველყოფს საბჭოს სხდომის მოწვევას თბილისში, ორ წელიწადში ერთხელ და საბჭოს წევრთა  მონაწილეობას ამავე პერიოდში საგანგებოდ ორგანიზებულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ (ახდენს საბჭოს წევრთა ვიზიტის სრულ ფინანსურ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას).