საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1992 წელს დაარსდა, ხოლო 2005 წელს  ახლადჩამოყალიბებულ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შეუერთდა. 
 
პოლიტიკის მეცნიერების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები იძლევა სიღრმისეულ ცოდნას პოლიტიკის მეცნიერების ყველა დარგში, მათ შორის, პოლიტიკურ თეორიაში, შედარებით პოლიტიკასა და პარტიულ სისტემებში, რეგიონულ კვლევებში, რომლებიც ფოკუსირდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე, სამხრეთ კავკასიასა და პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, კორუფციის კვლევებზე, საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებაზე, სამოქალაქო განათლებასა და სამოქალაქო აქტივიზმზე, ასევე, გეოპოლიტიკასა და პოლიტიკურ ძალადობაზე. 
 
პოლიტიკის მეცნიერების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულები აქტიურად მონაწილეობენ  დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში,   შეუძლიათ პოლიტიკური პროცესების ანალიზი და ინტერპრეტაცია, განვითარებული აქვთ დამოუკიდებელი კვლევის უნარები.