ცხადდება კონკურსი
2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის N 122/02-0128.04.2026 ბრძანება)
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს II - VIII სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ 30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხ. განცხადების ფორმა );
პირადობის მოწმობის ასლი;
საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი „საქართველოს ბანკიდან“;
2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა, მათ შორის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის).
2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თავფურცელი)
დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.
საბუთები მიიღება: 29 აპრილიდან- 5 მაისის ჩათვლით 10 საათიდან-16:30 საათამდე VI კორპუსი, # 201
კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 13 მაისისა
კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 14 მაისისა
გისურვებთ წარმატებებს