Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N 122/02-0128.04.2026 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  

განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );

პირადობის მოწმობის ასლი;

საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 

2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა, მათ შორის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენციის).

2025 - 2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში (2025 წლის 18აგვისტოდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით)  სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (მხოლოდ თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები, დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ფაკულტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის თავფურცელი)

დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცელს დაამზადებს თავად საფაკულტეტო კომისია.

საბუთები მიიღება:  29 აპრილიდან- 5 მაისის ჩათვლით 10 საათიდან-16:30 საათამდე  VI კორპუსი, # 201

კონკურსის პირველადი შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  13 მაისისა

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს  14 მაისისა

გისურვებთ  წარმატებებს