საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნი და ფილმი (კონფერენცია მოსწავლეებისათვის)

ლიტერატურისა და კინოს მოყვარულთა საყურადღებოდ

ძვირფასო მეგობრებო,
დაიწყო საზაფხულო არდადეგები და ყოველი თქვენგანი, რა თქმა უნდა, არდადეგების საინტერესოდ და მხიარულად გატარებას, მოგზაურობას, სპორტს, წიგნების კითხვას, ფილმების ნახვას გეგმავს. ლიტერატურისა და კინოს მოყვარულებს გიწვევთ, მონაწილეობა მიიღოთ თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ შემოდგომისათვის
დაგეგმილი კონფერენციის „წიგნი და ფილმი“ მოსამზადებელ პროგრამაში.
ამ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს, გთავაზობთ, წაიკითხოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ნაწარმოებები, ნახოთ მათი ეკრანული ვერსიები.
შენიშვნა:
წიგნების ნაწილი შეგიძლიათ ნახოთ მითითებულ ბმულებზე, დანარჩენი ლიტერაურული ნაწარმოებები შეგიძლიათ იპოვოთ სხვადასხვა ბიბლიოთეკაში.
კონფერენციაში მონაწილეობას უფლება გექნებათ იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე წიგნის წაკითხვას ვერ შესძლებთ.

ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი & ლიტერატურული ნაწარმოებისა და ფილმის დასახელება

უილიამ შექსპირი "რომეო და ჯულიეტა" 
>> ფილმი <<

ჯოან როულინგი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"

>> ფილმი <<

უილიამ გოლდინგი "ბუზთა ბატონი"

>> წიგნი <<

>> ფილმი << 

ილია ჭავჭავაძე "კაცია-ადამიანი?!"

>> ფილმი <<

გიორგი ლეონიძე "ნატვრის ხე"

>> ფილმი << 

ირაკლი ლომოური "მე ბიჭი ვარ... ზაზა და ზაზუ" - „ზუზუ“ რიგითი რაიანის დასამარხად"

>> წიგნი <<

>> ფილმი <<

 

და გასცეთ პასუხი კითხვებს:
 რომელი ვარიანტი მეტად მოგწონთ - ფილმი თუ ლიტერატურული ნაწარმოები;
 როგორ არის ასახული ფილმებში ლიტერატურული ნაწარმოებების მთავარი იდეები;
 რომელი ფილმი მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ.

კონფერენციის ჩატარება იგეგმება 2022 წლის ოქტომბერში, დეტალებს გაცნობებთ მოგვიანებით.

 

თარიღი: 30/06/2022