საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების კონკურსი "პლანეტა პანდემიის შემდეგ"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ სტატიების კონკურსს თემაზე -
„პლანეტა პანდემიის შემდეგ“

მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ვცდილობთ ჩვენი აქტივობები და კონკურსები საინტერესო გავხადოთ ყველა კლასის მოსწავლეთათვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ უფროსკლასელთათვის განკუთვნილ სტატიების კონკურსს.

მონაწილეობის მიღება შეუძლია VIII-XII კლასის მოსწავლეებს.

კონკურსის თემატიკა შემდეგია - როგორი იქნება ჩვენი პლანეტა პანდემიის შემდგომ? რა ეკოლოგიური თუ ეკონომიკური ცვლილებები გველის? როგორი იქნება ადამიანი სრულიად ახალ რეალობაში?

გასათვალისწინებელია :

სტატიის მოცულობა არაა შეზღუდული.
ციტირების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიეთითოს წყარო.
ციტირების შემთხვევაში, ციტატა არ უნდა აღემატებოდეს ტექსტის სიტყვათა რაოდენობის 30 პროცენტს.

კონკურსის ვადები :
სტატიების მიღება 23 აპრილიდან 23 მაისის ჩათვლით.

1 ივნისს გამოვლინდება კონკურსის 3 გამარჯვებული.

სტატიის გადმოგზავნა :

word ან pdf ფაილი უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე junior@tsu.ge
subject: სტატია

გზავნილს უნდა ახლდეს: სახელი, გვარი, სკოლა, კლასი, საკონტაქტო ინფორმაცია.

თარიღი: 04/05/2020