საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სამართლის კლუბი (რეგისტრაცია)

სალექციო კურსი ატარებს უფროსკლასელთათვის(VIII-XII) შემეცნებით ხასიათს საქართველოს კანონმდებლობის, ცალკეული დარგებისა და დისციპლინების შესახებ. მისი მიმდინარეობის დროს ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი. საქართველოს არასრულწლოვანთა კოდექსით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი საკითხები: არასრულწლოვანთა უფლებები, მოვალეობები და თავისებურებები მათი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის დროს. თეორიული კურსის სწავლების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა, თუ რას ნიშნავს კანონიერება, მართლწესრიგი, დანაშაული და სასჯელი, ასევე დანაშაულის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომები. 

კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია

კლუბის შეხვედრები გაიმართება ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე

სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრირებულ მოსწავლეების დაწყების თარიღი გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე.

შეხვედრების ფორმატი: ჰიბრიდული (პირველ ეტაპზე გამოყენებული იქნება zoom პლატფორმა, ეპიდვითარების გათვალისწინებით შესაძლოა გაგრძელდეს საუნივერსიტეტო სირცეში).

კითხვების შემთხვაში მოგვწერეთ:  junior@tsu.ge / FB - თსუ საბავშვო უნივერსიტეტი
 

თარიღი: 09/02/2021