საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლიტიკური განათლების სკოლა (რეგისტრაცია)

"პოლიტიკური განათლების სკოლა" მონაწილეების მიღებას იწყებს!

თუ გაინტერესებს რატომ არსებობს სახელმწიფო, როგორ ხდება ქვეყნის მართვა და რა როლი გვაქვს ჩვენ, ადამიანებს სახელმწიფოს განვითარებაში მაშინ ტრენინგებზე გელოდებით.

მაქსიმალურად ვეცდებით ამ და კიდევ მრავალ კითხვაზე გიპასუხოთ, თანაც მარტივად და გასაგებად! პლუს ამას საშუალება გექნება შემეცნებით-გასართობ აქტივობებში ჩაერთო და რაც მთავარია, სხვადასხვა სახელმწიფო უწყება მოინახულო.

თუ ხარ სკოლის მოსწავლე, გაინტერესებს სხვადასხვა სფერო და ეძებ თავგადასავლებს, მაშინ იჩქარე და გაიარე რეგისტრაცია ბმულზე: https://cutt.ly/VHqrDdD

 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.
 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ - შაბათ-კვირას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

პროექტში მონაწილეობა უფასოა! პროექტის შესახებ დამატებით დეტალებს გაეცანით სარეგისტრაციო ბმულზე.

"პოლიტიკური განათლების სკოლა" თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 22 მაისი

 პროექტის ფარგლებში ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:

• რატომ გვჭირდება სახელმწიფო?
• კონსტიტუცია - მოქალაქე და სახელმწიფო;
• მმართველობის ფორმები და პოლიტიკური რეჟიმები;
• მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიები;
• ადამიანის უფლებები და საზოგადოება;
• რატომ ვატარებთ არჩევნებს?
• პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება;
• დეზინფორმაციის თეორია და პრაქტიკა;
• გლობალიზაცია და საერთაშორისო ორგანიზაციები;
• სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
• მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობა;
 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

599 49 32 59 - დათო დოლაბერიძე

 schoolofpoliticaleducation@gmail.com

 

 

 

თარიღი: 18/05/2022