საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მესიჯების კონკურსი (შედეგები)

ძვირფასო მეგობრებო,
მესიჯების ავტორებო, პედაგოგებო და მშობლებო,
დასრულდა ჩვენს მიერ შემოთავაზებული, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღისადმი მიძღვნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მოსწავლის მიერ მოკლე ტექსტური შეტყობინების შედგენას ადამიანის უფლებათა დასაცავად.
ძალიან გაგვახარა იმან, რომ ამ წინადადებას 120-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მოსწავლე გამოეხმაურა. ჩვენ შევარჩიეთ 10 საუკეთესო, რომლებსაც, დაპირებისამებრ, ვაქვეყნებთ.
1. კესო ჭიჭინაძე | რუსთავი-ს  N:5 საჯარო სკოლა |
 "მოდი ყველამ ჩვენს გვერდით მდგომი ადამიანის უფლება დავიცვათ".
2. მარიამ შარაშენიძე | სსიპ ზესტაფონის სოფელ კვალითის საჯარო სკოლა | XI კლასი 
"დედამიწაზე მცხოვრებო ადამიანებო! განურჩევლად ეროვნებისა ,აღმსარებლობისა  დავიცვათ ადამიანის უფლებები. თითოეული ადამიანის   წვლილი უფლებების დაცვაში მნიშვნელოვანია მსოფლიო მშვიდობისათვის .მდგრადი მიზნების განხორციელებისათვის".
3. მარიამ ბაკურაძე | პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლა |  IX კლასი
"ჩვენ,ბავშვებს,გვაქვს უფლებები,ჩვენ გვიცავს სახელმწიფო!არავინ  გაბედოს ჩვენი უფლებების დარღვევა,ხელები შორს ბავშვზე ძალადობისგან"!
4. ბარბარე უგრეხელიძე |ქ.ფოთის N2 საჯარო სკოლა | XI კლასი
"ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს მთავარი: დასძლიეს შიში, შეგვიქმნეს, სრულყოფილად გაწერილი, უფლებები. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია გავაგრძელოთ მათი საქმიანობა: “დავიცვათ ჩვენი უფლებები!”.
5. ელენე ხურციძე | სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა | IX კლასი
"ადამიანს გააჩნია თავისი უფლებები, მოგმართავთ უფლებათა დამცველებს რომ დაეხმაროთ ადამიანებს თავისი ღირსებისა და თავისუფლების შენარჩუნებაში. ეს თქვენი მოვალეობაა".
6. თიკო დანელია | სსიპ ქალაქ ფოთის N8 საჯარო სკოლა | IX კლასი
"ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხლებლობა უპირველესი მოვალეობაა. უფლებათა დამცველებო,  შეასრულეთ  თქვენი უპირველესი მოვალეობა, დაიცავით თითოეული   ჩვენთაგანის უფლება"!               
7. შენგელია თამარი | ქალაქ ფოთის ილია ჭავჭავიძის სახელობის  N5 საჯარო სკოლა | VII კლასი

"მე გოგო ვარ! მაქვს უფლება ავარჩიო პროფესია ჩემი სურვილით.არავინ დამიდგინოს ,რომ ,,არ უხდება ქალს“ და არ შემეფერება ეს პროფესია"!
8. ანი ავეტისოვა | ტყიბულის მუნიციპალიტეტი, გელათის საჯარო სკოლა | 8 წლის
"მე მინდა, რომ ბავშვები არ იღუპებოდნენ ომში. მინდა ადამიანებმა დაიცვან ერთმანეთის უფლებები და დაცული ვიქნებით ჩვენც". 
9. ნიკოლოზ გიორგაძე | სსიპ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლა | VIII კლასი
"არ შევეგუოთ ძალადობას 
როგორ მინდა მოვიფიქრო ისეთი კანონზომიერება მშვიდობისმყოფელობასა და ჰუმანიზმზე, რომ დამკვიდრდეს საყოველთაო თავისუფლებასა  და პატივისცემაზე აგებული ურთიერთობები".

10. ნინი უბირია | ფოთის ნიკო ნიკოლაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა | XI კლასი
"დუმილი ვერასდროს ვერ დაგიცავს. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი ადამიანის უფლებების დაცვით შეგიძლია სამყარო შეცვალო".

დაგეგმილი გვაქვს შერჩეული მესიჯების ბროშურის სახით გამოცემა. რაც შეეხება კონფერენციას, ეპიდემიის გამო, თსუ-ში მოსწავლეების მოწვევა შეუძლებელი გახდა.
შეხვედრა ჩატარდება 2023 წლის 20-25 იანვრის პერიოდში. მონაწილეებს მეტად დაზუსტებული ინფორმაცია გეცნობებათ მოგვიანებით.
იმედი გვაქვს, რომ ამ პროექტის ყველა მონაწილემ უკეთ გაიაზრა ადამიანის უფლებათა დაცვის უდიდესი ჰუმანური მნიშვნელობა და სათანადოდ დააფასა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის ცივილიზაციური მნიშვნელობა.
მადლობას გიხდით მონაწილეობისათვის, განსაკუთრებული მადლობა იმ მასწავლებლებს, რომლებიც მესიჯების მოწოდებში თავიანთ მოსწავლეებს დაეხმარნენ.

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

თარიღი: 16/12/2022